
„დღეს 10 წელია, რაც დაგვინგრიეს ბედნიერება და დაგვირღვიეს ოჯახური იდილია“,- ამის შესახებ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„10 წლის წინ ვერ მოვასწარი დაბადების დღის მოლოცვა შენთვის… ბოლო 10 წელი ჯოჯოხეთად მიქციეს ცხოვრება. 10 წელი უშენოდ და ყოველი წამი შენთან! გილოცავ დაბადების დღეს“, – წერს ნანა თეთრაძე.
ცნობისთვის, ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.
8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს დღეს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს.
„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!!!
ასევე დაგაინტერესებთ:























