00:04 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

დღეს ამის გაკეთება სასტიკად აკრძალულია – ვის და რატომ აფრთხილებს ასტროლოგი

დღეს ამის გაკეთება სასტიკად აკრძალულია – ვის და რატომ აფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგი რამაზ გიგაური 20 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე ხალხს ურჩევს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ დღეს და როგორ არ უნდა მოიქცნენ:

 

„20 ოქტომბერს საღამოს სავსემთვარეობაა. მთვარე ვერძშია და მზე-მარსს უპირისპირდება. იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა.

 

20-ში(-):

* არ ვარჩევთ საქმეებს,

* არ გვინდება ნასვამზე ბასრი დანით პურის დაჭრა,

* არ გვინდება წინ მიმავალი ოპელ-ვექტრასთვის გადასწრება,

* არ გადავდივართ წითელზე, რა ვთქვი მე, წითელზე არ გადავდივართ-მეთქი!

* არ მივდივართ სანადიროდ,

* არც ტირში არ მივდივართ,

* არ ვიღებთ ვალებს (ყოველ შემთხვევაში ვერიდებით ამას),

* არ გვინდება ავტობუსში უნიღბოდ ამომავალ „ვერზილას“, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპი, ჯემპრის თავზე წამოცმა და ჭიტლაყის ამორტყმა,

* არც გინება… არავითარი შუა თითის ჩვენება!

* ვერიდებით ბევრ ხალხს და აგრესიულ სიტუაციებს,

* ვუფრთხილდებით თავს (რა რომელ თავს? რა კითხვაა ეს?! ვერძის სუსტი წერტილი – თავია),

* ასევე არარეკომენდებულია ქირურგიული პროცედურები თვალებზე და კბილებზე (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა). განაგრძეთ კითხვა

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X