
მსახიობი ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კარანტინში იმყოფება. ის მადლობას უხდის ქართველ მედ პერსონალს გაწეული სამუშაოსთვის.
ია სუხიტაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოგესალმებით, მინდა თქვენი ყურადღება ცოტა ხნით დამითმოთ. დღეს ჩემი პირველი დღეა კარანტინში ყოფნის, (კარგად ვარ, ჯანმრთელად და მხნედ) თუ კი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში თუ როგორი დონის უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში?! იქნებ პოსტი ბოლომდე წაიკითხოთ და აზრი შეიცვალოთ, დიახ ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ.
1)მინდა უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული (ლარსის) მესაზღვრეების მიმართ მათი დაუღალავი შრომისთვის, სასწაული მობილიზაციაა, სათანადოდ მოწმდება ყველა რათა რისკი გამოირიცხოს და დამოკიდებულება მგზავრების მიმართ ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია.
2)მადლობა თითოეულ იმ მძღოლს, რომლებიც ჩვენთვის ამ საგანგებო სიტუაციაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნავენ.
3)მადლობა ნუკრი ექიმს, რომელიც ალბათ მეასედ მაგრამ დაუღალავად უხსნის ყველას, თითოეულ შემოსულ მგზავრს თუ რატომაა საჭირო დეტალური სამედიცინო შემოწმება და იზოლაციაში ყოფნა.
4) მადლობა სასტუმროს პერსონალს საოცარი მომსახურებისთვის და სიყვარულისთვის, ჩვენი განწყობის ამაღლებისთვის და მორთმეული უგემრიელესი მარწყვისთვის. საუკეთესოები ხართ დაუღალავი მადლობა საქართველოს მედ პერსონალს და მადლობა ყველა ქართველ მოქალაქეს, რომლის თვით შეგნება, დარჩეს თვით იზოლაციაში, მოწოდების სიმაღლეზეა. და ბოლოს არანაირი უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს აქ მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა“, – წერს ია სუხიტაშვილი.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















