
დღეს დილით ბაღში ვიპოვნე საფულე 172 ლარით. რატომღაც ასე მგონია, რომ ჩითილის ან ნერგების საყიდლად მოსულ ხანდაზმულ ქალბატონს დაუვარდა, – ამის შესახებ მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან მინდა დავუბრუნო და ვერ ვხვდები როგორ, კამერებშიც არაფერი ჩანს საიმედო. დღეს დაკარგულს არ ჰგავს, ქაღალდის კუპიურები სველია და დღეს არ უწვიმია. ეგებ გამოჩნდეს ვინმე ვინც იცნობს ამ “პორტფელს”, – წერს ზურა შევარდნაძე.






















