00:22 | 2021-09-09 ავტორი: Prime Time

„დღეს დილით დამძიმდა“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

„დღეს დილით დამძიმდა“ –  საპატრიარქო მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქო ავრცელებს.

დიდი ხნით ანაყრებს, დეპრესიას აქრობს, წონაში არ იმატებთ - გაიცანით ჯადოსნური კინოა
2021-09-08დიდი ხნით ანაყრებს, დეპრესიას აქრობს, წონაში არ იმატებთ - გაიცანით ჯადოსნური კინოა

 

„ვრცელდება ინფორმაცია წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე.

 

როგორც ეპარქიიდან გვაცნობეს, მიტროპოლიტი ზოსიმე გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა, დღეს დილით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამიტომ იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, კერძოდ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა. გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი.

 

ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე მკურნალობას განაგრძობს საავადმყოფოში და უკეთ გრძნობს თავს.

 

ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას.”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X