11:30 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო – ნოდარ მელაძე

დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო – ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

 

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო გუნდიდან ერთ-ერთი იყო, ვისაც სასტიკად სცემეს. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბოლოს პარასკევს ვნახე, თქვა რომ ტკივილები ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჩამტვრეული..დედა როგორც ჰყვება, დღეს დილით შევიდა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო უკვე გარდაცვლილი იყო“, – ნოდარ მელაძე.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა

 

ავტორი: Prime Time

X