23:02 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა” – რაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა” – რაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

 

„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარებაა. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი სისტემა უმკლავდება”, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის” ეთერში.

 

 

„სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა“ – მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა

ავტორი: Prime Time

X