10:03 | 2021-12-26 ავტორი: Prime Time

დღეს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

დღეს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დღეს, 11:00 საათზე, უწყების საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

 

ეს ბოლო ანგარიშია, რომელსაც ტიკარაძე საზოგადოებას უწყების ხელმძღვანელის რანგში გააცნობს.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.

 

მისი თქმით, საქმიანობს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ავტორი: Prime Time

X