08:06 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დეპუტატები საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებას განიხილავენ.

 

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, მოისმენენ ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს.

 

ასევე, კომიტეტის წევრები უმასპინძლებენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

 

ევროკომისარი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის გამიზნულ დახმარებაზე ისაუბრებს.

 

ევროდეპუტატები ასევე კენჭს უყრიან ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მიმართ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკას ეხება და 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის იყო შემუშავებული.

ავტორი: Prime Time

X