08:00 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

დღეს გახდება ცნობილი როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

დღეს გახდება ცნობილი როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ მთავრობის ადმინისტაციაში დაგეგმილია პრესკონფერენცია.

 

პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე.

 

ყველა დეტალი და ინფორმაცია ცნობილი დღეს 14:00 საათზე იქნება.

ავტორი: Prime Time

X