16:35 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი კვლევა – რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი კვლევა – რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

დიახ, ჩინეთი და რუსეთი არიან უშუალოდ ჩართული ანტივაქსერული პროპაგანდის უკან მთელს მსოფლიოში, ეს ფაქტია. არა ერთხელ ვაშუქებდი ჩინეთის და რუსეთის როლი ანტივაქსერულ მოძრაობებში და არა ერთი პირდაპირი და ირიბი მაგალითები/მტკიცებულებები გამიზიარებია ჩემს გვერდზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე
2021-12-03„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი კვლევა (ასევე გადახედეთ 46 გამოყენებული წყაროც) რომელიც დეტალურად გაშიფრა როგორ, რისთვის და რატომ ეს ორი ქვეყანა აკეთებს ამას.

 

საქართველოში მაინც უფრო რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედებები ჩანს თავის დაფინანსებით და ასე შემდეგ. ვინ არიან ეს ჯგუფები ეს საკმაოდ ნათელია და უკვე აღარც მალავენ. შეგიძლიათ მიუთითოთ ეს ჯგუფები კომენტარებში. შენ უნდა იცოდე ვინ არის შენი მტერი, ასე იცი ვის ებრძვი. გადათარგმნეთ ეს სტატია ქართულად თავისი ყველა გრაფებით​.

 

საინფორმაციო სააგენტოებო- ამაზე უკეთესი მასალა ეგრეთ წოდებული ანტივაქსერული მოძრაობის შინააღმდეგ თქვენ ვერ ნახავთ. გაყავით ეს სტატია და თითო პუნქტზე ერთი სტატია მოამზადეთ (მინიმუმ 10 სტატია). ერთიბლივი ძალებით შეუტიოთ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ამ ვერაგ ვირუსს, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

აქვე ნახეთ: პატარის ემოცია, როცა დაიკო პირველად ნახა

ავტორი: Prime Time

X