
ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, 21 წლის პაციენტი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ის ფილტვების მძიმე დაზიანებებითა და თანმდევი რთული დაავადებებით სამკურნალოდ 24 ივლისს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ მას გადატანილი მძიმე ნეიროქირურგიული ოპერაციები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 38 ინფიცირებული გარდაიცვალა.






















