
თემურ წიკლაურის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ის გორის ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება.
გუშინ არტისტზე დეზინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს გარდაიცვალა. მოგვიანებით კომენტარი გააკეთეს თემურის ქალიშვილმა და შვილიშვილმა.
“ეს დეზინფორმაციაა, რომელიც არ ვიცი, რა უფლებით გაავრცელეს. მე შეკითხვა მაქვს ჟურნალისტებთან, ადამიანობა თუ არ არსებობს, რაღაც ეთიკა და ცენზურა ხომ უნდა არსებობდეს? აღშფოთებული ვარ, მამა ცოცხალია. თუ რამე დააინტერესებთ ჟურნალისტებს, მე დამიკავშირდნენ“, – გუშინ ჩვენთან კომენტარი გააკეთა ქეთი წიკლაურმა.
გუშინდელი არასასიამოვნო დღის შემდეგ მომღერლის ქალიშვილი და ნუგზარ კვაშალი “პრაიმტაიმთან” მცირე კომენტარს აკეთებენ.
ქეთი წიკლაური: – თემურის მდგომარეობა სტაბილურია. გამოსაქვეყნებლად მთლიანად ახალი ინფორმაცია ამჯერად არ არის. ცოცხალია და სტაბილურად არის.
ნუგზარ კვაშალი: – დღევანდელი მდგომარეობა მე არ ვიცი. გუშინ მედპერსონალს ვესაუბრე და სტაბილურად მძიმედ იყო. დღეს კიდევ ერთი კონსილიუმი უნდა შემდგარიყო. პასუხი ჯერ არ ვიცი. .






















