
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ეზუგბაიას თქმით, დღემდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან სულ 22 პირი გამოჯანმრთელდა, დღეს კი მათი რიცხვი 23-მდე გაიზრდება. შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 29 მდე გაიზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.
ჯამში საქართველოს 28 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს.
ბოლო მონაცემებით, კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 156 ადამიანია.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















