
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 43-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 41.






















