
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა:
გაიხსნა საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
ყველა ტიპის წარმოება;
საგამომცემლო საქმიანობა.
ცნობისთვის, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.
ასევე, დაგაინტერესებთ: ხათუნა ზახაშვილი სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეკომენდაციებს განმარტავს.























