
პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრი თინათინ ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა.
„დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე. და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს.
არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, არა პრივილეგიაზე, არა თანამდებობაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავის ქვეყანაზე, რომელზეც უზომოდ არის შეყვარებული. ამიტომ დღეს ვარ გამსჭვალული რწმენით გამარჯვებასთან დაკავშირებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
ყველაზე მეტს ვისაუბრებთ იმ გეგმებზე, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ მისი საქართველოშ ჩამოსვლა პერსონალური გადაწყვეტილება არ არის.
ეს არის ქვეყნის უკეთეს მომავალზე მოფიქრალი ადამიანის გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტს ვისაუბრებთ გამარჯვების შემდეგ იმ გეგმებზე, იმ მნიშვნელოვანი ამოცანების განხორციელებაზე, რომელიც მას აქვს დასახული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























