
დღეს “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში საპროტესტო აქციას რამდენიმე ლოკაციაზე გამართავს, ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.
„შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი გაჩერდეს გლდანის ციხეში. უახლოეს პერიოდში ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ყოველდღიურად არ უნდა გაგრძელდეს ორგანიზებულად და მზარდად.
დღეს დილიდან, 11:00 საათზე სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებული არის ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
გარდა ამისა, დღეს აქცია გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















