
დღეს ოპოზიცია შეხვედრას გამართავს, თუ რას განიხილავენ შეკრებაზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი განმარტავს:
“ოპოზიციის შეკრებაზე მთავარი საკითხი იქნება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვის მთავარი ბერკეტი დღეს ხელისუფლებას უჭირავს ხელში. სწორედ ხელისუფლებაზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზეა დამოკიდებული იმ კრიზისის განმუხტვა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. კრიზისის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად წარმომიდგენია მიხეილ სააკაშვილის
პატიმრობაში ყოფნა, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხის აქტიური პროტესტის ფონზე, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ყველა ბრალი შედგენილია პოლიტიკური ნაწილებისგან და ამის შემდეგ ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს სჭირდება არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს”, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.























