23:32 | 2021-06-04 ავტორი: Prime Time

„დღეს პირველად ვიგრძენი, რომ მეშინია მეტროთი მგზავრობის!“ – რა მოხდა მეტროსადგურ „ახმეტელზე“

„დღეს პირველად ვიგრძენი, რომ მეშინია მეტროთი მგზავრობის!“ – რა მოხდა მეტროსადგურ „ახმეტელზე“

სოცილურ ქსელში, (გლდანის ჯგუფი) ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, თუ რა შეემთხვა დღეს ახმეტელის მეტროში.

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ განცხადებას აქვეყნებს
2021-06-04ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

 

„დღეს გლდანის მეტროში კინაღამ ტრაგედია მოხდა!! მგზავრებით სავსე ესკალატორი მოულოდნელად მკვეთრი რყევით გაჩერდა და ჩემს წინ რამდენიმე საფეხურით ზევით მდგომმა ასაკოვანმა მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა.

 

საბედნიეროდ მის უკან სამი საფეხურის დაშორებით მდგომმა კაცმა შეძლო მისი შეკავება და ამით გადარჩა რომ თავი არ დაარტყა უკან და ტრაგედია არ მოხდა. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა მის უკან რომელიმე ასაკოვანი ადამიანი რომ მდგარიყო ან კიდევ ბავშვი ან მოზარდი.

 

საბედნიეროდ მოხუცი არ დაშავდა და ფეხზე გაიმართა სხვების დახმარებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში უკან მდგომს ხელით ეჭირა რომ არ დავარდნილიყო. მივმართავ მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას!

 

როდის უნდა მიაქციოთ ესკალატორების გაუმართაობას სერიოზული ყურადღება? აუცილებელია ამისთვის მართლა უბედურება დატრიალდეს? დღეს პირველად ვიგრძენი მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ მეშინია მეტროთი მგზავრობის“,- წერს მომხარებელი.

 

 

ავტორი: Prime Time

X