11:15 | 2021-11-23 ავტორი: Prime Time

დღეს პირველად ვჭამ საჭმელს, ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც… – რა ფოტოს აქვეყნებს ელენე ხოშტარია

დღეს პირველად ვჭამ საჭმელს, ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც… – რა ფოტოს აქვეყნებს ელენე ხოშტარია

დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღეა შიმშილობა შეწყვიტა. იგი ამჟამად მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის.

 

როგროც ხოშტარია ამბობს, მას უკვე მალე გამოწერენ საავადმყოფოდან. იგი სოციალურ ქსელში „პირველი საჭმლის“ ფოტოსაც აქვეყნებს.

 

 

„სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს,

 

კითხვა დავიწყე, „ბასეინში წყალიც ჩამისხეს“.

 

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც

 

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა ნიუ ჰოსპიტალს“,- წერს ელენე ხოშტარია.

 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია იქამდე შიმშილობდა, სანამ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ გადაიყვანეს.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X