
არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით.
ჩვენი უფლის, კაცთა გამოსახსნელად განკაცებული, ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ძე ღმრთისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, კალენდარულად მოხდა ნისანის თვის პირველ დღეს, ანუ პირველ აპრილს – ძვ. სტილით14 აპრილს.
ცნობილია, რომ სოფლის მაცხოვრის ჯვარმცმელმა თალმუდისტებმა – მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და სჯულისგან განმდგარმა ცრუ-მღვდელმთავრებმა, არ სცნეს ქრისტეს აღდგომა და სიცრუედ შერაცხეს ეს დიდებული მოვლენა.
orthodoxy.ge-ს ინფორმაციით ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს.
როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა.
საუკუნეების განმავლობაში, ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა.






















