
„ლეიბოისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირა. როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, დღევანდელი კენჭისყრას რეჟიმის დასრულება უნდა მოჰყვეს.
„ბრძნული ნათქვამი, ჟრუანტელის მომგვრელი – ქართველო ხელი ხმალს იკარ, დღეს არის აქტუალური. დღეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვეულებრივი კენჭისყრა ვინმეს უპირატესობაზე ან ნაკლოვანებებზე. დღეს ქართველი ხალხის ჰიმნი უნდა გაიგოს მხოფლიომ და შეგედად ამ რეჟიმის დამთავრება უნდა მოჰყვეს. შესაბამისად, უნდა ძალა, რომელიც ამ ქაოსს დაამთავრებს,”- აცხადებს საქართველოს “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათლაშვილი.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















