
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დღეს პარლამენტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საუბარი შეეხება პანდემიით გამოწვეული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასაც.
ამასთან, კითხვები იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზეც.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















