
„დღეს საქართელოს ისეთი იუსტიციის მინისტრი ჰყავს, როგორიც არასდროს არ ჰყოლია“, – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, რითიც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. ექსპრეზიდენტმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მისი ხელისუფლების წარმატებად, ჰააგის სასამართლოში წარუმატებლობა კი მოქმედ ხელისუფლებას დაუკავშირა.
„მე ამ ხელისუფლების დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ არ მესმის საერთოდ რაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა წააგო ჰააგაში სასამართლო. არასწორად შეტანილი სარჩელი მარცხიდ დასრულდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ჯერ კიდევ მაშინ, ბევრი წლის წინ, როდესაც სარჩელი შეიტანეს ვსაუბრობდი ამის შესახებ. სამწუხაროდ მართალი აღვმოჩნდი…
არ მგონია ამ თვალსაზრისით მართლებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა. იმ საქმეს [ჰააგაში] ჯერ კიდევ აქვს გაცოცხლების შანსი. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ დღეს საქართელოს ისეთი იუსტიციის მინისტრი ჰყავს, როგორიც არასდროს არ ჰყოლია, კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ამ საქმეში, ანუ საერთაშორისო სამართალწარმოებას რაც ეხება. გოჩა ლორთქიფანიძის მსგავსი დონის სპეციალისტი ხელისუფლების, ამ უწყების სათავეში არასოდეს არ გვყოლია. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ის ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში [ჰააგა] საქმე გაცოცხლდეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დრეს სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.























