
დღეს, 13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა.
როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოწოდებული იქნება დათქმული 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით.
მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმების შედეგად AstraZeneca-ს ვაქცინა საქართელოში დაჩქარებული წესით შემოდის. ვაქცინის მიღების თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-ისდოზების დაჩქარებული შემოტანის შესახებ.
„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე.
მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან.
შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.






















