00:35 | 2021-05-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დღეს, თბილისში 50-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, თბილისში 50-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება

21 მაისს, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება მთელი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს, კომპანიის განმარტებით, შუქი გეგმიური სამუშაოების გამო ჩაქრება.

 

ელექტრომომარაგება შეეზღუდება:

 

მთაწმინდის რაიონი

 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ჭანტურიას და ლადო ალექსი მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი

 

00:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას.

 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავაჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ცხვედაძის, რაზმაძის და მარუხის გმირების ქუჩების მოსახლეობას.

 

15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

 

კრწანისის რაიონი

 

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის, დარასელიას, გახოკიძის, შარტავას, გაგარინის და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.

 

ისნის რაიონი

 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის, პეტრე-პავლეს, გუჯარეთის, მელაანის, პაპიაშვილის და აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩების მოსახლეობას.

 

ჩუღურეთის რაიონი

 

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი

 

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, შუშის, ტაძრის, ლაზოს, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X