19:17 | 2021-01-31 ავტორი: Prime Time

დღეს თენგიზ აბულაძის დაბადებიდან 97 წელი გავიდა

დღეს თენგიზ აბულაძის დაბადებიდან 97 წელი გავიდა

31 იანვარი გამოჩენილი ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა. დღეს მას 97 წელი შეუსრულდებოდა.

 

კინორეჟისორი 1924 წელს ქუთაისში დაიბადა. (1943–1946) სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი“

 

 

გარდა წარმატებული სარეჟისორო კარიერისა, თენგიზ აბულაძე 1992-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“

 

რეჟისორის ბოლო ფილმია „მონანიება“, რომელიც ყველაზე მეტად ახსოვს მაყურებელს. ამ ფილმმა ისეთი აღიარება და წარმატება მოუტანა, საბჭოთა რეჟისორთაგან ცოტას თუ ერგო.​​ „ვედრებისა“ და „ნატვრის ხის“ შემდეგ „მონანიება“ იყო რეჟისორ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის დასასრული.

 

ფოტო დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში

ავტორი: Prime Time

X