10:45 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ – აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ – აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის საელჩოს სახელით ელჩი კელი დეგნანი გულითადად ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს.

 

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, ამერიკა დღეს საქართველოსთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, მსურს გულითადად მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს.

 

საქართველოს დამოუკიდებლბის დღეს მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღნიშნავენ
2020-05-26საქართველოს დამოუკიდებლბის დღეს მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღნიშნავენ

 

1918 წელს დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მიუხედავად მათი ეროვნებისა, რწმენისა, სოციალური სტატუსისა და სქესისა.

 

როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე.

 

როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას“,- ამბობს კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში.

ავტორი: Prime Time

X