18:12 | 2021-12-18 ავტორი: Prime Time

ცნობილია, დასაქმებულების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც 2022 წლიდან ხელფასები ეზრდებათ

ცნობილია, დასაქმებულების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც 2022 წლიდან ხელფასები ეზრდებათ

დღეს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი 2021 წლის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ სამხედრო პირებს მომავალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ.

 

სამხედროებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, იანვრიდან ხელფასების დამატებით ზრდა იგეგმება – დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით.

 

‘ხელფასების ზრდა შეუქცევადი გახდება და რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში სისტემატიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ თავდაცვის კოდექსშიც.” – აღნიშნა პრემიერმა.

 

ნახეთ პრემიერის განცხადება ⇓

 

 

რამედნიმე დღის წინ “პრაიმტაიმმა” ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც ყველა ის სოციალური ჯგუფია აღნიშნული, რომლებსაც 2022 წლიდან შრომის ანაზღაურება, ასაკობრივი პენსია თუ სოციალური დახმარება გაეზრდებათ.

 

აღნიშნული სტატია:

 

ხელფასი, პენსია, დევნილთა და შშმ პირთა დახმარება, ვეტერანთა დანამატი - ვის რამდენით ეზრდება შემოსავალი
2021-11-22ხელფასი, პენსია, დევნილთა და შშმ პირთა დახმარება, ვეტერანთა დანამატი - ვის რამდენით ეზრდება შემოსავალი
ავტორი: Prime Time

X