18:40 | 2020-05-15 ავტორი: თამთა თორდია

დღეში 6-7 შემთხვევა ეპიდსიტუაციის დასრულებას ნიშნავს – კულუმბეგოვი

დღეში 6-7 შემთხვევა ეპიდსიტუაციის დასრულებას ნიშნავს – კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, დღეში კოვიდინფექციის 6-7 შემთხვევა, ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას.

 

„დღეში კოვიდინფექციის 6-7 შემთხვევა, ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას.

 

როგორც დარგის სპეციალისტებმა გვითხრეს, უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ვიდრე რამე სიახლე არ გამოჩნდება.

 

ეს იქნება ეფექტური ვაქცინაცია და ამას უნდა დაველოდოთ.

 

მსოფლიოში სამართლიანი ბრძოლა მიმდინარეობს, რომ ეს ვაქცინა უნდა გადანაწილდეს ყველა ქვეყანაზე და არ უნდა იყოს პრიორიტეტული ვინმესთვის. ეს ასეც იქნება, ასე მჯერა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

ბოლო მონაცემებით:

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

ავტორი: თამთა თორდია

X