17:35 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

დღეში ასეულსაც რომ გადასცილდეს შემთხვევები, ამ გამოწვევას გაუმკლავდება ჩვენი სამედიცინო სექტორი – მარინა ენდელაძე

დღეში ასეულსაც რომ გადასცილდეს შემთხვევები, ამ გამოწვევას გაუმკლავდება ჩვენი სამედიცინო სექტორი – მარინა ენდელაძე

„დღეში ასეულსაც რომ გადაცილდეს შემთხვევები და ამის შესაძლებლობა არის, ამ გამოწვევას გაუმკლავდება ჩვენი სამედიცინო სექტორი“,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძე დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა.

 

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

„დღეში ასეულსაც რომ გადაცილდეს შემთხვევები და ამის შესაძლებლობა არის, ამ გამოწვევას გაუმკლავდება ჩვენი სამედიცინო სექტორი.

 

მითუმეტეს, ახლა გარკვეულწილად შეიცვალა პაციენტების მოთავსების საკითხი.

 

ანუ, პირველ ეტაპზე გამოვიკვლევთ პაციენტებს და თუ იქნება მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები, შესაძლოა ისინი გადავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში, სადაც ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

ამდენად, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოერევა ამ გამოწვევას“,- განაცხადა მარინა ენდელემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

X