14:35 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას – ირაკლი ღარიბაშვილი

დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას – ირაკლი ღარიბაშვილი

პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობს
2021-10-08კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობს

 

მისივე განცხადებით, ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.

 

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ნახეთ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X