10:05 | 2020-07-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„დღის გმირი“ – ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

„დღის გმირი“ – ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია წერს.

 

მაშველი ძაღლები პენსიაზე გავიდნენ - ისინი დღეს სამსახურიდან გააცილეს (ვიდეო-ფოტოები)
2020-06-27მაშველი ძაღლები პენსიაზე გავიდნენ - ისინი დღეს სამსახურიდან გააცილეს (ვიდეო-ფოტოები)

 

„სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.

 

მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ.

 

ვფიქრობ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ბავშვი რომ ეზოში ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.

 

დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც…

Posted by Vakhtang Lomjaria on პარასკევი, 10 ივლისი, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X