22:18 | 2021-06-22 ავტორი: რუსა ღვანიძე

„დიაგნოზი: სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო, ავთისებიანი“ – გიორგი მახარაძე მძიმე დღეებზე გადაცემაში „ექიმები“

„დიაგნოზი: სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო, ავთისებიანი“ – გიორგი მახარაძე მძიმე დღეებზე გადაცემაში „ექიმები“

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა, ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ მძიმე დღეებზე საუბრობს.

 

„ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ შემთხვევით, ზედმეტ ჯირკვალს მივაგენი და რამდენიმე დღეში, წავედი ექიმთან. მახსოვს, დიაგნოზი – სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო, მეორე სტადია, ავთისებიანი.

 

ველოდებოდი ამ პასუხს და ფურცელზეც ბეჭედდარტყმულიც მომიტანეს, რომ ნამდვილად ეგ არის. იყო შიშის გრძნობა, ნერვიულობა. ეს არის სიმსივნე და მორჩა ყველაფერი – პირველი ეგ გაგიელვებს თავში.

 

როცა მშობლებს, დედას და მამას შევხედე, ფერი აღარ ჰქონდათ, ძალიან ნერვიულობდნენ“… – იხსენებს მსახიობი.

 

ერთად მოვისმინოთ და გავიხსენოთ გიორგის ისტორია ოთხშაბათს, 22:00 საათზე. იხ. ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X