
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დაახლოებით 4 თვის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. ამის შესახებ, უცხოური მედია იტყობინება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ეს მკაცრი გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო, რადგან ხანში შესულ ადამიანებს კორონავირუსი რთულად გადააქვთ. პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 1372 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გარდაიცვალა 35 ადამიანი, 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.






















