
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღეს კოვიდის ომიკრონი ვარიანტით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ზერელე დამოკიდებულება ამ შტამის მიმართ და სიტუაციას სერიოზულად შეხედონ“,- განაცხადა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა მოსახლეობას ვაქცინაცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში კოვიდის ომიკრონი შტამით ინფიცირებული სულ 10 პაციენტი იმყოფება.






















