08:33 | 2020-03-24 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დიდ ბრიტანეთში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

დიდ ბრიტანეთში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაიხურება ყველა ის მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს პირველადი საჭიროების პროდუქციას არ სთავაზობს, შეჩერდება ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება, მათ შორის ქორწილები და ნათლობა.

 

„ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. დატოვეთ სახლი მხოლოდ ლიმიტირებული მიზნებისთვის. გარეთ უნდა გახვიდეთ მსოლოდ სამედიცინო პრეპარატის ან საკვების საყიდლად ან სამსახურში წასავლელად. თქვენ არ უნდა შეხვდეთ მეგობრებს. არ უნდა შეხვდეთ ოჯახის წევრებს, თუ თქვენთან არ ცხოვრობენ. თუ ამ წესებს დაარღვევთ, პოლიციას ექნება დაჯარიმების უფლებამოსილება. ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსს და ამას ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის 5 911 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 335 ადამიანი.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X