17:04 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად შესანიშნავი მომენტია – სოფიო ქაცარავა

დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად შესანიშნავი მომენტია – სოფიო ქაცარავა

„ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა“,- ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

 

იგი იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობა კდიევ უფრო გაღრმავდება.

 

„დიდი ბრიტანეთი ჩემთვის მხოლოდ ქვეყანა არა რის რუკაზე. მე მასთან მაკავშირებს პირადი და პროფესიული ნიშნები – ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს უდიდესი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით ვუყურებ. ეს არის შესანიშნავი მომენტი დიდ ბრიტანეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

 

დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდები“,- წერს სოფიო ქაცარავა.

 

ცნობისთვის, სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. იგი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ საპარლამენტო მანდატი დატოვა.

 

სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. სოფიო ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო, 1998 წლიდან 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.

ავტორი: Prime Time

X