
დიდ დიღომში, მირიან მეფის გამზირსა და მის შემოგარენში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიაქვს წყალს ავტომობილი.
როგორც “პრაიმტაიმს”საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.























