
თბილისში ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს პრობლემები ისევ შეუქმნა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა. მანქანებსა და ავტობუსებს გადაადგილება უჭირს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ დიდი დიღმიდან არის შესული გარკვეული რაოდენობის შეტყობინებები, ისინი ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას ყველა შეტყობინებაზე და მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური.