17:30 | 2021-08-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დიდ ქალაქებში დაინიშნება ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ასაცრელად სპეციალურ უბნებზე მიიყავნენ

დიდ ქალაქებში დაინიშნება ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ასაცრელად სპეციალურ უბნებზე მიიყავნენ

საქართველოს დიდ ქალაქებში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც დიდი ამცრელი სივრცეებისკენ მოსახლეობას გადაიყვანს მაშინ, როდესაც 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი იზღუდება.

 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა წინადადება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭომ დაუჭირა მხარი, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

აკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

 

შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

 

სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

 

კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

 

საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

 

 

ნახეთ დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მესიჯები

 

 ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ამოქმედდება

 

კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება

 

სრულიად იზღუდება ფესტივალები

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X