
დიდი ბრიტანეთის დედოფალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 94 წლის ელისაბედ II-ს აცრის რეკომენდაცია ექიმებმა მისცეს.
ვარაუდობენ, რომ დედოფალი მოსახლეობის სტიმულირების მიზნით ვაქცინაციის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კომპანია Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა.























