15:22 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორ ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა.

 

„ბოლო 24 საათის განმავლობაში განმივითარდა მცირე სიმპტომები და კორონავირუსზე დადებითი პასუხი მომივიდა. მე თვითიზოლაციაში ვიმყოფები, მაგრამ გავაგრძელებ მუშაობას ვიდეოკონფერენციების საშუალებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ ბორის ჯონსონმა ბრიტანელ ხალხს საჯაროდ მიმათა და სთხოვა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა ის ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრებს მართავდა.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს კორონავირუსი დაუდასტრუდა დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესაც, პრინც ჩარლზს.

 

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 11658 შემთხვევაა გამოვლენილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს ქვეყანას ვიდეოთი მიმართავს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X