
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსის შესახებ წერილი დაწერა, რომელიც 30 მილიონ მისამართზე გაიგზავნება. პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მიმართავს, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე, მდგომარეობა გაუარესდება.
„დასაწყისიდანვე გვსურდა, სწორ დროს სწორი ზომები გაგვეტარებინა. ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზეც არ ვიტყვით უარს, თუ ამას სამეცნიერო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები გვირჩევენ. მსურს, გამოგიტყდეთ, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა სწორ მოსამზადებელ ნაბიჯებს ვდგამთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ და ცხოვრებაც მით უფრო მალე დაუბრუნდება ჩვეულ რითმს“ – წერს ბორის ჯონსონი წერილში.


შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორ ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.
ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17,089 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1,019 გარდაიცვალა, ხოლო 135 გამოჯანმრთელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ბორის


























