
სოფლის ყველა მაღაზიის ნისიების რვეულშია ჩვენი გვარი, – გვეუბნება ხუთი მცირეწლოვნის დედა, რომელის ისედაც ხელმოკლე ცხოვრება პანდემიამ უფრო დაამძიმა.
ზიტა რობაქიძეს თერჯოლის სოფელი ალისუბანში ცხოვრობს, უფროსი შვილი მეშვიდეკლასელია. ბავშვების ოცნება, ველოსიპედი, „ბავშვური სათამაშოები” და კომპიუტერია.
„კომპიუტერი სასწავლო პროცესში ჩასართავად გვჭირდება და არა გასართობად“, – გვეუბნება ზიტა, მცირეწლოვნების დედა.
სახლი, სადაც რობაქიძეების შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშია. ზოგ ოთახს კარი არ აქვს და ზოგს ფანჯარა, კედლებს და იატაკზე არცაა საუბარი. მცირეწლოვნების დედა გვიყვება, რომ მათ ბავშვებს დიდი ხანია ხორცი არ უჭამიათ.
სახლში ერთადერთი ახალი ნივთია – განვადებით ნაყიდი ტელევიზორი.
“დიდი ხანია ხორცი არ მიყიდია ბავშვებისთვის. ბრინჯი, გრეჩიხა, მაკარონი, კვერცხი, ძეხვი. იმის მიხედვით მოგვაქვს, რაც უფრო იაფია. პატარა მიწის ნაკვეთზე სიმინდი მოგვყავს და იმას ვყიდით. ადრე ძროხაც გვეხმარებოდა. კარგად იწველებოდა, ყველსაც ვამზადებდით. ახლა ისიც გაშრა“, – ამბობს ზიტა.
ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ პანდემამდე სურდა უფროსი შვილისთვის ოცნება აეხდინა, გოგონას ოცნება კომპიუტერის შეძენით შემოიფარგლებოდა.
ოჯახმა გარკვეული თანხაც მოაგროვა, თუმცა, არასაკმარისი. ოცნების ასახდენად ნაგროვები დანაზოგის პანდემიის დროს გამოკვებაში დაიხარჯა.
რობაქიძეების შემოსავალი სოციალური შემოწმების 450 ლარია. ამის გარდა, ოჯახში წელიწადში ერთხელ, ერთჯერადად ადგილობრივი გამგეობისგან 150 ლარს იღებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კარგად იციან ოჯახის გასაჭირი.
„ვიცი მათი გასაჭირი და პანდემიის დაწყების შემდეგ ორჯერ მივუტანეთ პროდუქტები“, – ამბობს ალისუბნის თემის დეპუტატი ბადრი ბუცხრიკიძე.
GE02LB0211122259192000 ლიბერთი ბანკი
მიმღები: ზიტა ბრეგვაძე.























