23:28 | 2021-09-08 ავტორი: თამარ გონგაძე

დიდი ხნით ანაყრებს, დეპრესიას აქრობს, წონაში არ იმატებთ – გაიცანით ჯადოსნური კინოა

დიდი ხნით ანაყრებს, დეპრესიას აქრობს, წონაში არ იმატებთ – გაიცანით ჯადოსნური კინოა

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ “მარცვლეულის დედა” კინოა (ასე უწოდებდნენ კინოას ინკები) ჯანმრთელობისთვის ძვირფასი პროდუქტია.

 

კინოა ხელს უწყობს შაკიკის დროს ტკივილის შესუსტებას, ამცირებს კიბოს რისკს, ასტიმულირებს კარგ განწყობას, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რეკომენდირებულია ცელიაკიას (გლუტეინის აუტანლობა) და კანდიდოზური ინფექციების დროს. კინოა შეგვიძლია გამოვიყენოთ ტრადიციული ფაფებისა და მაკარონის ჩასანაცვლებლად. არაჩვეულებრივი გარნირია. შეგიძლიათ მიირთვათ დესერტადაც – ვაშლთან და თაფლთან ერთად.

 

სხვა მარცვლეულისგან ესენციური ვიტამინებისა და საჭირო მინერალების სიუხვით გამოირჩევა. კინოა მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობის ხორბალი ან ჭვავი, ორჯერ მეტ რკინას და 50%-ით მეტ E ვიტამინს, ვიდრე ხორბალი.

 

 

 

 

კინოას მარცვლები, შეიძლება ითქვას, მანგანუმის საბადოა (70%-ით მეტი, ვიდრე ხორბალსა და ჭვავში), ეს ელემენტი კი ხელს უწყობს შაკიკის დროს ტკივილის შესუსტებას.

 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიმსივნური წარმონაქმნის გავრცობას ხელს უწყობს ენზიმები, რომლებიც შეამერთებელ ქსოვილს შლის და მეტასტაზებს მთელ სხეულში უხსნის გზას. კინოას შემადგენლობაში შემავალი ამინმჟავა ლიზინი კი, დარღვეულ ქსოვილებს ამთელებს და ენზიმებისგან იცავს. როცა ეს ამინმჟავა საკმარისი ოდენობითაა ორგანიზმში, კიბოს უჯრედების გავრცელება ფერხდება. იმავე მექანიზმით სუსტდება თეროსკლეროზული, ანთებითი და ალერგიული პროცესები.

 

 

აუცილებელია ორგანიზმში ენერგიისა და ძალის შესანარჩუნებლად.
კინოა სასარგებლოა ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის, ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დრო.

 

კინოა კარგ განწყობაზეც ზრუნავს. ის მდიდარია ტრიპტოფანით – ამინმჟავათი, რომელიც ტვინში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის წარმოქმნაში მონაწილეობს. სეროტონინის სიმცირე კი, როგორც იცით, დეპრესიას, მელანქოლიას, პესიმიზმს, განწყობის დაქვეითებას იწვევს.

 

კინოა დიდი ხნით ანაყრებს. ამის გამო, ეს მარცვლეული, იმ ადამიანების საყვარელ საკვებად ითვლება, ვისაც დიაბეტი ან სიმსუქნე აწუხებს და მუდმივად აკონტროლებს წონას.

 

 

მომზადების წინ კინოა კარგად უნდა გარეცხოთ, რომ მარცვლებს მავნე ნივთიერება საპონინი არ შეჰყვეს. თუმცა საპონინს უმთავრესად ქერქი შეიცავს, მარკეტებში კი კინოა დარჩეული იყიდება.

 

მოხარშვის წინ 20-30 წუთი წყალში გააჩერეთ, ნადგამი წყალი გადაუწურეთ და ორ წილ წყალში მოხარშეთ (10-15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე). ქურიდან გადადგმის შემდეგ კიდევ 10 წუთი (ან მეტიც) გააჩერეთ თავდახურული, რათა კარგად გაფუვდეს.

 

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის, ორსულმა ან ლაქტაციის პერიოდის მქონე პირებმა, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ პროდუქტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X