23:16 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ – ბიძინა კულუმბეგოვი

დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ – ბიძინა კულუმბეგოვი

ჩვენს ქვეყანას ოქტომბრის შუა რიხცხვებიდან მაინც რომ შემოეღო შეზღუდვები, დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

 

კულუმბეგოვნა ვირუსის გავრცელება ცეცხლს შეადარა და განაცხადა, რომ თუ შეზღუდვებს სწრაფად გავამარტივებთ და ბევრ „შავ პარასკევს” მოვიწყობთ, დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან და იანვარში რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ.

 

„არავითარ სრულფასოვან გახსნაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. 5 ათასი შემთხვევაა ყოველდღიურად და ექიმები და საავადმყოფოები ზღვარზე არიან. 30000-ს გადააჭარბა უკვე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობამ. უპრეცენდენტო შემთხვევაა… დიდი რისკია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან და იანვარში რვა და ცხრა ათას შემთხვევაზე ავიდეთ”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

ადამიანები ლოცულობენ, ჩვენს ხელში არ მოხვდნენ – ბიძინა კულუმბეგოვი
2020-12-05ადამიანები ლოცულობენ, ჩვენს ხელში არ მოხვდნენ – ბიძინა კულუმბეგოვი
ავტორი: Prime Time

X