21:08 | 2020-10-22 ავტორი: თამთა თორდია

დიდი შიშის მატარებელია მოძალადე.. გამბედაობა აქ არ იყო – ფსიქოლოგი ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს აფასებს

დიდი შიშის მატარებელია მოძალადე.. გამბედაობა აქ არ იყო – ფსიქოლოგი ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს აფასებს

21-22 ოქტომბერს, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში მრავალი კითხვა ჩნდება. ნაწილი გამტაცებელს მოქმედების შესაბამისად აფასებს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ყოფილი სპეცრაზმელია, რომელიც კარგად ფლობს უნარ-ჩვევენს, თუ როგორ მოქცეულიყო ასეთ სიტუაციაში.

 

საინტერესოა, როგორ აფასებს ფსიქოლოგი თავდამსხმელს და ასევე მსხვერპლს.

 

 

„პრაიმტაიმი“ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა. 

 

„აღნიშნული ბოროტმოქმედის მდგომარეობა არის ძალიან დაძაბული.რამდენად იღებს პასუხისმგებლობას და რა მოტივით მოქმედებს, ეს არ ვიცით, მაგრამ ეს გარკვეულწილად დიდი დაძაბულობაა.

 

იყო თუ არა ხელყუმბარა ხრიკი თავდამსხმელის ხელში და რეალურად, შეეძლო თუ არა გახსნილი ყუმბარის დაჭერა 7 საათის განმავლობაში
2020-10-22იყო თუ არა ხელყუმბარა ხრიკი თავდამსხმელის ხელში და რეალურად, შეეძლო თუ არა გახსნილი ყუმბარის დაჭერა 7 საათის განმავლობაში

 

ადამიანი არის ან მოძალადე ან მსხვერპლი, ან მხსნელი. როცა მოძალადე არ აცნობიერებს, რომ მოძალადეა, მაშინ ის თავისთავად ცხადია, პროცესშია ჩართული და არაფერი არ არის მის შეგრძნებაში გარდა იმისა, რასაც აკეთებს ის გააკეთოს.

 

მაგრამ მოძალადის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ხდება იმის გაცნობიერება, რაც გააკეთა და მაშინ ის ხდება თავის თავის მხსნელი.

 

როგორ შეაფასებდით თავდამსხმელის გამბედაობას?

 

 

– ის მოძალადეა. გამბედაობა აქ არ არის – რადგან გამბედაობაა, რომ ეს არ გააკეთო. ადამიანმა, რომელიც აცნობიერებს, რომ ის მოკვდავია და მაინც ჰყოფნის გამბედაობა, რომ თვალი გაუსწოროს ცხოვრებას და იცხოვროს, როგორც ნორმალურ, მოკვდავ ადამიანს შეეფერება, აი ესაა გამბედაობა.

 

ყველაზე დიდი შიშის მატარებელი არის მოძალადე, მას ეშინია ცხოვრების, რეალობის, საკუთარი თავის, იმიტომ, რომ რეალობას ვერ უსწორებს თვალს. ეს არის ყველაზე დიდი ყოვლისმომცველი შიში, მაგრამ აი იმ კონკრეტულ მომენტში როცა პროცესშია ჩართული, იქ არც შიშია და საერთოდ შეგრძნებებიც არ არის.

 

 

შესაძლებელია, ადამიანი მისმა ცხოვრებამ, მატერიალურმა მდგომარეობამ, ახლობლის ცუდად ყოფნამ მიიყვანოს ამ შედეგამდე? 

 

 

– არასოდეს, ადამიანს თუ რაიმე უჭირს, მითუმეტეს ფინანსურად, ამისათვის არასოდეს არ გააკეთებს მსგავს რამეს. გაჭირვებამ მიიყვანა აქამდე – ეს არ არის.

 

ეს არის რამდენად არის ადამიანი შინაგანად ძლიერი და გამბედავი. ძლიერი ადამიანები ამას არ სჩადიან. შინაგანი სიძლიერე თუ აქვს ადამიანს, გარეგანი ფაქტორი მასზე ვერაფრით ვერ იმოქმედებს. ვერც მატერიალური, ვერც პოლიტიკური. თუ ის შინაგან პერსონას წარმოადგენს.

 

მისი პორტრეტი

 

– არსებობს ფსიქოტიპები ფსიქოლოგიაში გარეგნობის მიხედვით, მაგრამ ადამიანი მოძალადეა თუ შეიძლება იყოს, ამას ტიპოლოგია არ იძლევა, არ არის მართებული ადამიანი გარეგნობის მიხედვით ფიზიკური მოცემულობით შეაფასო.

 

ფსიქოლოგიური მახასიათებლები ფსიქოლოგიურად არსებობს: შიზოიდური, დეპრესიული, ისტერიული და ასეთ „ტიპებს“ თავიანთი ფიზიკური მოცემულობა აქვთ და არ შეიძლება მივაწეროთ გარეგნულ მონაცემებს მოძალადეობა.

 

თავად მსხვერპლზე რას იტყვით

 

 

– მსხვერპლის როლი ძალიან საინტერესოა. სტოკჰოლმის სინდრომია ასეთი, როდესაც მოძალადის მიმართ უჩნდებათ ადამიანებს სიმპათია. წავიკითხე კიდეც ხაჭაპური გვაჭამა, კონდინციონერი ჩაგვირთოო. ეს არის ტიპიური სინდრომი. მოძალადის მიმართ თბილი დამოკიდებულება უჩნდებათ, რადგან იმდენად არიან შეშინებული, რომ ამით მათი შიშის გადაფარვას ახდენენ.

ავტორი: თამთა თორდია

X