
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრას კემპ-დევიდში, თავის რეზიდენციიდან გამართავს, სადაც ტელეხიდით მას ქვეყნის სხვა ლიდერები დაუკავშირდებიან. მასპინძელი ქვეყნის, აშშ-ის გადაწყვეტილებით, ამ გზით მათ სურთ შეზღუდონ კონტაქტების არეალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
სამიტის შეხვედრის ფორმატის შეცვლის შესახებ უკვე აცნობეს G7-ის ყველა წევრს. ლიდერების შეხვედრა 10 ივნისაა ჩანიშნული.






















